კომპანიის შესახებ
კომპანიის შესახებ

   აღმოაჩინე ქვემო ქართლი

საქართველო უნიკალური და ზღაპრული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიით  და ტრადიციებით.  ჩვენი ტურისტული კომპანია TourEast Georgia გთავაზობთ მოგზაურობას საქართველოს ყველა კუთხეში. მოგზაურობას კი ვიწყებთ ქვემო ქართლიდან, რაც ტურისტებისთვის ახალი ტურისტული ზონაა. აქ თქვენ ნახავთ ჯერ კიდევ უცნობ ადგილებს, რომლებიც მდიდარია ისტორიული წარსულით, ლამაზი ბუნებით და მულტიკულტურული ურთიერთობებით. ქვემო ქართლი საზღვრისპირა რეგიონია, მისი მოსაზღვრე ქვეყნებია - სომხეთი და აზერბაიჯანი. რეგიონს ტურიზმის კუთხით ხელსაყრელი პირობები აქვს,  ქვემო ქართლის საზღვარზე განლაგებულია 4 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი  საიდანაც 1 საათში ხვდებით ქვემო ქართლში, სადახლოს, წითელი ხიდის და გუგუთის  სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ამას ემატება, პოტენციურად, ნინოწმინდა და ახკერპი.
ქვემო ქართლს უნიკალურს ხდის შემდეგი რამ: უამრავი ისტორიული ძეგლი, გერმანელების მიერ აშენებული 200 წლიანი ქალაქი „პატარა გერმანია“, V საუკუნის „ბოლნისის სიონი“, რომლის კედელზე შემონახულია უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუშები და ჯვრის ერთ-ერთი სახეობა „ბოლნური-ჯვარი“, XIII საუკუნის ულამაზესი ტაძარი წუღრუღაშენი, დმანისის ნაქალაქარი, პირველი ევროპელების სამშობლო, ქვეშის ციხე, რკინის ციხე, ბოლნისის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძარი,  არუხლოს გორის არქეოლოგიური აღმოჩენა - ღვინის წიპწები, საოჯახო მარნები, ქვევრის ბოლნური ღვინოები,  აქ ნახავთ უძველესი და თანამედროვე ტრადიციების შერწყმას.

ჩვენი ტურები გამოირჩევა კრეატიულობით და მოიცავს ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტს: ბოლნისი, დმანისი და მარნეული.

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ტურებში  და მოახდინეთ უკეთესი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.

ჩვენი უპირატესობაა სიახლოვე სქართველოს დედაქალათან და აგრეთვე მეზობელ ქვეყნებთან.  სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტურები აღნიშნულ ქვეყნებშიც.
 

ჩვენი გუნდი