ტური მოიცავს ბოლნისის ისტორიულ ცენტრსა და ძველი გერმანული უბნის კატერინენფელდის დათვალიერებას. მოინახულებთ ქალაქს, სადაც დღემდე შემორჩენილია ორი საუკუნის წინ მცხოვრები გერმანელების ცხოვრების კვალი. ასევე ნახავთ მათ აშენებულ უამრავ სახლსა და მარანს, სადაც დღესაც გრძელდება ღვინის დამზადება. ტურის მიმდინარეობისას შეძლებთ ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნებას, ვიზიტს მუზეუმში, ასევე სხვადასხვა ეპოქისა და ტიპის მონასტრის და ციხის მონახულებას.
I დღე
ვიზიტი ბოლნისის მუზეუმში
ბოლნური ღვინის დეგუსტაცია ლევან ქუქჩიშვილის მარანში
კატერინენფელდის - ბოლნისის გერმანული უბნის დათვალიერება
ბოლნისის სიონის მონახულება
წუღრუღაშენის მონასტრის მონახულება
სადილი მდინარისპირა საკალმახეში
წმინდა პეტრე-პავლეს მამათა მონასტერზე ასვლა და ბოლნისის შემოგარენის ხედების დათვალიერება ელიას მთის გადმოისახედიდან
II დღე
ბოლნური ღვინის დეგუსტაცია ალიოშა კაპანაძის მარანში
ქვეშის ციხის და ეკლესიის დათვალიერება
სვანური საცხობი "დედეშ დიარი"
მსუბუქი პიკნიკი ღია ცისქვეშ
ფიტარეთის მონასტრის მონახულება
ხუტულის ციხის დათვალიერება
სადილი კარინე ბეჟანიშვილის საოჯახო რესტორანში (გერმანული და ბოლნისისთვის დამახასიათებელი სხვა ეთნიკური სამზარეულოს კერძების დეგუსტაცია)
TourEast Georgia გეპატიჟებათ ქართული სამზარეულოს გასაცნობად!
გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძების დეგუსტაციას და მასტერკლასებს. ქვემო ქართლში, კერძოდ კი, ბოლნისში გიმასპინძლებთ ოჯახურ გარემოში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და სურვილის შემთხვევაში თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში.
ასევე, უზრუნველვყოფთ კვებას უშუალოდ ტურის განმავლობაში.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურის მიმდინარეობისას პროფესიონალი გიდის მომსახურებას.
მოგემსახურებათ რუსული, ინგლისური და გერმანულენოვანი გიდები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენი გიდები გაგიწევენ მეგზურობას საქართველოში, აღმოგაჩენინებენ განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს და აქცევენ თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებად.